დონალდ ტრამპი - პუტინს უახლოეს დღეებში დაველაპარაკები - მისთვის გზავნილი არ მაქვს, ის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ჩვენ უკმაყოფილოები ვიქნებით, ნახავთ, რომ რაღაცები მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უახლოეს მომავალში დაელაპარაკება. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში, პოლონეთის პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

„როგორც იცით, ჩვენ ძალიან მკაცრი ზომები მივიღეთ. თუმცა, მას უახლოეს დღეებში დაველაპარაკები და ვნახოთ რა მოხდება. ზუსტად გავიგებ რა მოხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პოლონელი ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ დგამს ნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ მისი ადმინისტრაცია, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ რუსული ნავთობის შეძენის გამო ინდოეთისთვის ტარიფების დაწესება მსგავსი ნაბიჯი იყო.

„ამას ნაბიჯს არ უწოდებთ? ჯერ მეორე ფაზაც კი არ დამიწყია. არც მესამე ფაზა დამიწყია“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მისი პოზიცია იცის.

„მე მისთვის გზავნილი არ მაქვს. ასე თუ ისე, ის გადაწყვეტილებას მიიღებს და რაც არ უნდა იყოს მისი გადაწყვეტილება, ჩვენ ან კმაყოფილები ვიქნებით ან უკმაყოფილოები. თუ ჩვენ უკმაყოფილოები ვიქნებით, ნახავთ, რომ რაღაცები მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს