„ქართული ოცნების“ ლიდერები შტაბს ხმაურისა და შეძახილების ფონზე ტოვებენ - მომიტინგეებს გადაკეტილი აქვთ მელიქიშვილის გამზირი და მობილიზებულია პოლიცია

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე უწევთ ღონისძიების დატოვება.

შტაბის გარე პერიმეტრზე მოქალაქეები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მონებო, მონებო!”, “რუსებო, რუსებო!”.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს.

იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც "ქართული ოცნების" წევრ ბექა ოდიშარიასა და აქციის მონაწილეებს შორის.

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ისინი განლაგებულები არიან, როგორც ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ, ასევე “ფილარმონიასთან”.

აქციის მონაწილეები, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირის მხარეს იყვნენ განლაგებულები, უშუალოდ კახა კალაძის შტაბის წინ განლაგდნენ.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ნაწილსა და მხარდამჭერებს შტაბის შიდა პერიმეტრი ამ დრომდე არ დაუტოვებიათ.

აქციის მონაწილეებს სრულად აქვთ გადაკეტილი მელიქიშვილის გამზირი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს