დონალდ ტრამპი ჩინეთში სამხედრო აღლუმზე  - იმედი ჰქონდათ, რომ ვუყურებდი და ვნახე კიდეც

ჩინეთში სამხედრო აღლუმი ძალიან შთამბეჭდავი იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, პოლონეთის პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მესმის მიზეზი რატომაც ჩაატარეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ვუყურებდი და ვნახე კიდეც. მე ყველა მათგანთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მომდევნო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში გავარკვევთ თუ რამდენად კარგია ეს ურთიერთობა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს სიტყვით გამოსვლისას აშშ უნდა ეხსენებინა.

„სი ძინპინის სიტყვით გამოსვლა ვნახე. ის ჩემი მეგობარია, მაგრამ ვფიქრობ აშშ უნდა ეხსენებინა, რადგან ჩვენ ჩინეთს ძალიან დავეხმარეთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, პეკინში დღეს, იაპონიის წინააღმდეგ და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი ჩატარდა, რომელსაც 26-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური დაესწრო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე