დიმიტრი ცქიტიშვილი - დღეს ამ პარლამენტში შესვლა დიდი შეცდომა იქნება და იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას „გახარია საქართველოსთვის“ არ მიიღებს - თუ რეჟიმს ებრძვი, მაშინ ეს არ არის გზა, რითაც შეიძლება რეჟიმი დაამარცხო

დღეს ამ პარლამენტში შესვლა დიდი შეცდომა იქნება და იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას „გახარია საქართველოსთვის“ არ მიიღებს. შესაბამისი განცხადება პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” გააკეთა, რითაც პარტიის დამფუძნებლის და ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ საპარლამენტო მანდატების დათმობა შეცდომა იყო.

ცქიტიშვილის თქმით, თუ ამოცანა არის რეჟიმის დამარცხება, მასთან კოჰაბიტაციაში შესვლა „რეჟიმის დასამარცხებლად“ არ არის სწორი გზა.

„ევროპარლამენტის ანგარიშშიც წერია, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებს [თვითმმართველობის არჩევნები] სტატუს-კვოს აღიარებისთვის გამოიყენებს. მეც ასე დავარქვი, ყველა დანარჩენი, ვინც ამას უწყობს ხელს, ისიც მონაწილეობს ამ სტატუს-კვოს აღიარებაში. ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, ეს სიტყვები ისევ რჩება და, სამწუხაროდ, უფრო და უფრო მყარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც შეიძლება შეცდომად ჩაეთვალათ, რომ მანდატების დათმობა იყო სწორი, დღეს ამ პარლამენტში შესვლა და მონაწილეობა ამ პარლამენტის საქმიანობაში, ცალსახად, ძალიან დიდი შეცდომა იქნება და მე იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია იმიტომ, რომ არ იყო რაიმე მინიშნებაზე საუბარი და ვფიქრობ, რომ უბრალოდ ამ საკითხის არ გამორიცხვაზე იყო საუბარი, მაგრამ, მე იმედი მაქვს, რომ ასეთ შეცდომას არ დაუშვებენ. მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება კიდევ უფრო დიდი შეცდომა იქნება დღეს, თუ რეჟიმთან ბრძოლა არის ამოცანა და თუ ამოცანა რეჟიმთან ბრძოლა არ არის და არის სტატუს-კვოს აღიარება, მაშინ ყველაფერი შეიძლება და მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება გამოიყენო. თუ რეჟიმს ებრძვი, მაშინ ეს არ არის ის გზა, რომლითაც შეიძლება ეს რეჟიმი დაამარცხო. მასთან შეგუება, მასთან კოჰაბიტაციაში შესვლა ასეთი ფორმით არ არის დემოკრატიის გაძლიერება”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე