სალომე სამადაშვილი - ბრიუსელში დაცინვის თემაა გზავნილი, რომელიც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ გამოაგზავნა ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით, თავის მასხრად აგდებაა ტყუილების კორიანტელი - ყველას კარგად ესმის, რა ხდება ქვეყანაში

ბრიუსელში დასცინიან გზავნილს, რომელიც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ გამოაგზავნა ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ბრიუსელიდან ჩართვის დროს განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების დაბლოკვის შანსი არ აქვს, რადგან გადაწყვეტილებას ყველა წევრის თანხმობა არ სჭირდება.

„დღის წესრიგში ისევ დგას უვიზო რეჟიმის შეჩერება ჩვენს ქვეყანასთან იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების დაბლოკვის შანსი ორბანს არ აქვს, რადგან ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა არ არის საჭირო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ დასცინიან იმ გზავნილს, რომელიც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ გამოაგზავნა ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით. დაცინვის თემაა ბრიუსელში, რადგან თავის მასხრად აგდებაა ხელისუფლების მხრიდან ეს ტყუილების კორიანტელი. ყველას ძალიან კარგად ესმის, ქვეყანაში რა ხდება. მოთხოვნები არ არის შესრულებული უვიზო რეჟიმის შეჩერება რომ თავიდან ავიცილოთ და, როგორც ჩანს, საკმაოდ მყარი აზრია ჩამოყალიბებული, თუმცა ჩვენ შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ რაღაც დროს მოგვცემენ, რომ ხალხი არ დაისაჯოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი გადაცემაში გიორგი გახარიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ „მანდატების არ გამოყენება შეცდომა იყო“.

სამადაშვილის თქმით, როგორ იმოქმედებს მომავალში რომელიმე პარტია ამაზე „ლელო“ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

„გადაწყვეტილებებს რას იღებს გახარიას პარტია ეს მათი საქმეა, ისინი დამოუკიდებელი მოთამაშეები არიან. ჩვენი პოზიცია იყო ყოველთვის და თავიდანვე, როდესაც დებატები იყო მანდატებთან დაკავშირებით, ჩვენ ვამბობდით, რომ უკეთესი იქნება ყველამ ჩახსნას სიები. ჩვენ სწორ გადაწყვეტილებად მიგვაჩნდა სიების ჩახსნა, ამიტომ ჩავხსენით სიები და გაუქმდა მანდატები. როგორ იმოქმედებს მომავალში სხვა პარტია, ამაზე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა