ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ პუტინი მთელ ჩვენს ქვეყანას დაიპყრობს, ის მას პლაცდარმად გამოიყენებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის დაპყრობას მოახერხებს, მას პლაცდარმად გამოიყენებს.

„თუ პუტინი მთელ ჩვენს ქვეყანას დაიპყრობს, ის მას პლაცდარმად გამოიყენებს. გააკეთებს თუ არა ამას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იქნება ევროპა. თუ ევროპა ძლიერი იქნება, ის ალბათ არაფერს გააკეთებს, მაგრამ თუ სუსტი, რუსეთის ქმედებებისგან დაზარალდება. მოსკოვსა და პარიზს შორის მანძილი 3 000 კილომეტრზე ნაკლებია. დღეს კი, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული რაკეტების მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრია. ჩვენ თვითონ გვაქვს რაკეტები 3 000 კილომეტრის მოქმედების რადიუსით. დამიჯერეთ, ორ წელიწადში რუსებს - და ჩვენც - ბევრი რაკეტა ექნებათ 5 000 კილომეტრის მოქმედების რადიუსით. ზღვა ვერავის დაიცავს, ოკეანე ვერავის დაიცავს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინის ბედი განსაზღვრავს, თუ რამდენად იმოქმედებს ომი ევროპაზე და სად იქნება მისი აღმოსავლეთი საზღვარი.

„თუ უკრაინა ვერ გაუძლებს, ეს საზღვარი პოლონეთი ან თუნდაც გერმანია იქნება. ოდესღაც ევროპა ასე იყო გაყოფილი. დასავლეთ გერმანიის აღმოსავლეთი საზღვარი დასავლური სამყაროს საზღვარი იყო. დღეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შორს წასვლის უფლებას მივცემთ რუსეთის ამბიციებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს