ირაკლი კობახიძე სუს-ის უფროსის ახალ მოადგილეზე - ლევან ხარაბაძე ძალიან ღირსეული კაცია - „ნაცები“ თქვენკენ მოიკითხეთ!

ლევან ხარაბაძე ძალიან ღირსეული კაცია - „ნაცები“ თქვენკენ მოიკითხეთ! - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის ახალი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის მოადგილედ ლევან ხარაბაძის დანიშვნის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

კითხვაზე, „რატომ დაინიშნა მაღალ თანამდებობაზე “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის მოძალადე ძალოვანი ლევან ხარაბაძე, რომელიც 2009 წელს ვერის პოლიციის უფროსი იყო და ადამიანების დარბევაში იღებდა მონაწილეობას“, კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა, რომ “ნაცები“ საკუთარ ტელევიზიაში მოეკითხა.

“ლევან ხარაბაძე ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას. ბოლოს ის იყო გუბერნატორი ქვემო ქართლის მხარეში, მანამდე - შიდა ქართლის მხარეში. ის არის ძალიან ღირსეული კაცი. რაც შეეხება “ნაცებს“, “ნაცები“ თქვენკენ, თქვენი ტელევიზიისკენ მოიკითხეთ!

შეიძლება ის იყო პოლიციის ხელმძღვანელი. საპოლიციო სისტემას თავის დროზე უამრავი ადამიანი ემსახურებოდა. მაშინაც პოლიციაში 25 ათასი კაცი მუშაობდა და ამ 25 ათასი კაციდან 20 ათასზე მეტი ღირსეული კაცი იყო.

“ნაცები“ თქვენსკენ მოიკითხეთ - თქვენ მაშინაც ცუდ საქმეებს აკეთებდით და ახლაც ცუდ საქმეებს აკეთებთ!

რაც შეეხება “ნაცებს“, ეს არის თქვენს მიერ დამკვიდრებული სისხლიანი სისტემა - “ნაცებზე“ თქვენ კითხვებს ნუ სვამთ! უღირსი ნაცები ჭარბად თქვენს ტელევიზიაში არიან წარმოდგენილი და “ნაცების“ ტელევიზია “ნაცებთან“ დაკავშირებით კითხვებს არ უნდა სვამდეს“, - მიმართა ჟურნალისტს დასმული კითხვის პასუხად ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს, მამუკა მდინარაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს.

უწყების ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა.

სუს-ის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის