შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი არ არის სასამართლო, ვერ იქნება სასამართლო - კონკრეტული პირები, ჩინოვნიკები, ინსტიტუცია თავის თავზე იღებს მართლმსაჯულების ფუნქციას

ბრიუსელი არ არის სასამართლო, ვერ იქნება სასამართლო - კონკრეტული პირები, ჩინოვნიკები, ინსტიტუცია თავის თავზე იღებს მართლმსაჯულების ფუნქციას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „ევროკომისიისადმი გაგზავნილი ანგარიში, შესაძლოა, გახდეს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ბრიუსელი ვერ იქნება სასამართლო“.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა მაღალ დონეზეა და „ქართული მართლმსაჯულება, ვისაც ჩათვლის დამნაშავედ, დასჯის, ვისაც არ ჩათვლის დამნაშავედ, გაათავისუფლებს“.

„ბრიუსელი არ არის სასამართლო, ვერ იქნება სასამართლო. ნებისმიერი პირი, ჩინოვნიკი ინსტიტუცია, რომელიც თავის თავზე იღებს მართლმსაჯულების ფუნქციას, არის მართლმსაჯულების ფუნქციის მითვისება. საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა და კანონის უზენაესობა რა დონეზეც არის, ამას აჩვენებს რეიტინგები, მათ შორის, ვუსწრებთ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას. ქართული მართლმსაჯულება, ვისაც ჩათვლის დამნაშავედ, დასჯის, ვისაც არ ჩათვლის დამნაშავედ... ამ დღეების განაჩენები ვნახეთ, სადაც არ იყო საკმარისი მტკიცებულებები იქ დადგა გამამართლებელი განაჩენი და ა.შ.“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აქციებს ბრუტალურად არბევენ.

მისი თქმით, „ლამის, ნორმად იქცეს ეს ევროკავშირის ქვეყნებში“.

„რაც შეეხება კანონის უზენაესობის მიმართულებას - ამ მხრივ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა რეიტინგების ობიექტური შეფასებები. ზოგიერთი მიკერძოებული უცხოელი პოლიტიკოსი, მათ შორის, ბრიუსელის ჩინოვნიკები, საკუთარ დღის წესრიგს არგებს საქართველოს მიმართ შეფასებებს. ევროკომისიამ სულ ახლახან დადო ერთ-ერთი კვლევა, სადაც ვნახეთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს კორუფციის სიმცირის, კანონის უზენაესობის მაჩვენებლით და ა.შ. ის, რომ საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყნებს უსწრებს ეს უკვე ჩვეულებრივი ნორმაა და ყველა სტატისტიკა და რეიტინგი ამას ჩვენებს, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებს... თქვენ ახლახან ნახეთ ბერლინში, როგორ ბრუტალურად დაარბიეს აქცია, ათრევდნენ აქციის მონაწილეებს და ძალადობდნენ მათზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბერლინში, პარიზში, ამსტერდამში, თუ სხვა დედაქალაქებში, პოლიცია ბრუტალურად ექცევა დემონსტრანტებს. ვნახეთ, რომ ლამის, ნორმად იქცეს ეს ევროკავშირის ქვეყნებში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია