კახა კალაძე - თბილისის საბავშვო ბაღებში მომავალი თაობებისთვის ისეთ ინფრასტრუქტურას ვქმნით, რომელიც შეიძლება ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰქონდეს

თბილისის საბავშვო ბაღებში მომავალი თაობებისთვის ისეთ ინფრასტრუქტურას ვქმნით, რომელიც შეიძლება ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰქონდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, დაწყებული სათამაშოებიდან, თეთრეულით დამთავრებული.

„2012 წელს, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, მახსოვს, მშობელს ბავშვი რომ მიეყვანა საჯარო საბავშვო ბაღში, მას ჰქონდა ყოველთვიური გადასახადი, რაც უმძიმესი ტვირთი იყო ოჯახებისთვის. საარჩევნო კამპანიის დროს, უამრავი ადამიანი შეგხვდა, რომელსაც ელემენტარული შესაძლებლობა არ ჰქონდა ბავშვის ბაღში მისაყვანად. იმ რეფორმის ფარგლებში, რომელიც განვახორციელეთ, ბაღები გავხადეთ უფასო.

დღეს შემიძლია დავიტრაბახო, რომ თბილისში ვქმნით ისეთ ინფრასტრუქტურას ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის, რომელიც შეიძლება ბევრ ევროპულ, წარმატებულ ქვეყანას არ ჰქონდეს. ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, დაწყებული სათამაშოებიდან, თეთრეულით დამთავრებული - ყველაფერი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სერტიფიკატებს. გულწრფელად ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა იქმნება ჩვენი პატარებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საჯარო საბავშვო ბაღებში დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, თბილისის მერია, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 10 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გეგმავს. გარდა ამისა, ბენდელიანის ინფორმაციით, ახალი ბაღები აშენდება ლილოს დასახლებასა და ივერთუბანში.

„თბილისის მერიის მართვაშია 190 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც რეგისტრირებულია 60,000აღსაზრდელი და დასაქმებულია 13 500-მდე თანამშრომელი. დაგეგმილია, ჯამში, 3 795 აღსაზრდელზე გათვლილი 10 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა. ასევე, დაგეგმილია 400 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა ლილოს დასახლებაში; ივერთუბანში აშენდება და გაიხსნება ახალი ბაღი, რომელიც მოემსახურება ჯამში 200 აღსაზრდელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, საბავშვო ბაღის 10 შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და მოემსახურება 3 410 აღსაზრდელს.

გარდა ამისა, როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ბავშვთა უსაფრთხოებისა და ოპერირების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების მაღალი საერთაშორისო სტანდარტის - HACCP-ის მიმართულებით. გარდა ამისა, ვახორციელებთ ვიდეოსამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემების მონტაჟს; ყველა ახალ ბაღში დაგეგმილი გვაქვს ლიფტების მოწყობა შშმ პირთათვის“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე