შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება - 34 512 აბი „მეთადონი“ ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება-34 512 აბი „მეთადონი“ ამოიღეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონის“ აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.

„მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა, ქალაქ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩაატარეს, წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1967 წელს დაბადებული ე.ფ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „მეთადონის“ აბები, ასევე „ჰეროინის“, „მორფინისა“ და „კოდეინის“ შემცველი 2 ლიტრამდე სითხე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით ე.ფ-ს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, მუდმივი რეჟიმით აგრძელებენ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. აქვე, მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ სამართალდამცველს დაუღალავი შრომისთვის!”,- განაცხადა დარახველიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა