აქტივისტი ალბი კორძაია აქციაზე დაკავებულებზე - გოგოები საშინლად დალურჯებულები არიან - ჩემს შემთხვევაში იყო უხეში დაკავება, ჩაწერეს, რომ ვბილწსიტყვაობდი, შეურაცხყოფას ვაყენებდი, რაც ასე არ ყოფილა

რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით, 2 სექტემბერს დაკავებული მომიტინგეების ნაწილი 48 - საათიანი ადმინისტრაციული დაკავების ვადის ამოწურვის გამო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროცესებზე შესვენებები გამოცხადდა, რის შემდეგაც, სხდომა განახლდება.

ამ მომენტისთვის გათავისუფლებულები არიან - ალბი კორძაია, შუშანა მაცაბერიძე, მარიკო ცომაია, თათია აფრიამაშვილი, რუსუდან მაღრაძე, ბექა პაპაშვილი და მარიამ უძილაური.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, თამარ ლორთქიფანიძეს, ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და 5000-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.

„გზის გადაკეტვის შემდეგ, აქტივისტები მიმოვიფანტეთ. რამდენიმე აქტივისტმა ერთ-ერთ კაფეს შევაფარეთ თავი. რამდენიმე კილომეტრში კივილი გავიგონე, რა თქმა უნდა, გავიქეცი და ოპერის მოპირდაპირედ საპოლიციო მანქანა დავინახე. ჩემი ნაცნობი აქტივისტები ყვიროდნენ, მივხვდი, რომ დააკავეს... როცა ვამბობდი, ხელი გამიშვითო, ერთი პოლიციელი ზურგიდან მწვდა და მანქანაში ჩამაგდო. ჯერ შუშებიან შენობაში, მერე კი თავი ამოვყავით ახალციხის იზოლატორში - მე, თათია აფრიამაშვილი, შუშანა მაცაბერიძე და ნენე გაბლაია. გოგოები საშინლად დალურჯებულები არიან. ჩემს შემთხვევაში ეს იყო უხეში დაკავება და სრულიად არალეგიტიმური, უბრალოდ იმის გამო, რომ პოლიციის „მარშუტთან" ვიდექი, შემაგდეს მანქანაში. ჩამიწერეს მუხლები, რომ ვბილწსიტყვაობდი, შეურაცხყოფას ვაყენებდი, რაც ასე არ ყოფილა“, - განაცხადა ალბი კორძაიამ.

ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია