საქართველო-თურქეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები თურქეთთან დაპირისპირებით იწყებს.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს. მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი გულშემატკივარს დაემშვიდობა, მან საფეხბურთო კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა, კვეკვესკირი ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა.

ამ დროისთვის ანგარიში თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ 1:0 ფიქსირდება.

შეგახსენებთ, საქართველოსა და თურქეთის საფეხბურთო ნაკრებები ბოლოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თურქეთის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, მეორე შეხვედრას საქართველო 7 სექტემბერს, კვლავ "დინამო არენაზე", ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს