დიმიტრი პესკოვი - ევროპელები უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას ხელს უშლიან - ევროპა ცდილობს, უკრაინა ანტირუსულ ცენტრად აქციოს

ევროპელები ხელს უშლიან უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას და არა ხელს უწყობენ ამ პროცესს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, მოსკოვი ხედავს, რომ ევროპა აგრძელებს მცდელობებს, უკრაინა ყველაფერი ანტირუსულის ცენტრად აქციოს.

„რა იყო უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი? მცდელობა, უკრაინა ყველაფერი ანტირუსულის ცენტრად აქციონ. ანუ, ჩვენ ვხედავთ ამ მცდელობების გაგრძელებას“, - განაცხადა პესკოვმა.

მან უსაფრთხოების გარანტიების შესახებაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ის უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის.

„რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს უზრუნველყოფილი როგორც უკრაინისთვის, ასევე ჩვენთვის. რა იყო ამ კონფლიქტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი? როდესაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების საფუძვლების დარღვევა დაიწყო, როდესაც უკრაინის ნატო-ში შეთრევა დაიწყეს და როდესაც ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურამ ჩვენი საზღვრებისკენ დაიწყო მოძრაობა. რა თქმა უნდა, დარეგულირების პროცესში, ეს გარანტიები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჩვენთვისაც და უკრაინელებისთვის“, - აღნიშნა პესკოვმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა