პაატა ბურჭულაძე - გელოდებით 4 ოქტომბერს რუსთაველზე, ბოლო უნდა მოვუღოთ ისტორიულ სირცხვილს, რაც ქვეყანას დაემართა - ვიკრიბებით და ვწყვეტთ ჩვენს მომავალს

გელოდებით ყველას 4 ოქტომბერს რუსთაველზე, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ისტორიულ სირცხვილს, რაც ჩვენს ქვეყანას დაემართა, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე გაიმართება „სახალხო კრება“, სადაც გადაწყდება, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს.

„არ არსებობს ორი საქართველო, არის ერთიანი ძლიერი საქართველო. არ არსებობს დღეს ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდეს პროტესტის გრძნობა, რომელიც არ გრძნობდეს, რომ ცვლილებები გარდაუვალია. არ არსებობს ღირსეული ადამიანი, რომელიც არ გრძნობდეს, რომ დღეს ყველაფერი შესაცვლელია, რომელიც ხედავს, რამდენი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში და როგორ გვიყალბებენ ჩვენც ისტორიას. დღეს აქ ვართ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მე თქვენ დაგპირდით, რომ ხალხს გავაერთიანებდით. აი, ბატონო! ერთიანობა თურმე საჭიროც ყოფილა და შესაძლებელიც. ჩვენ ყველანი, პროფესორ-მასწავლებლები, ექიმები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სტუდენტები, სპორტსმენები, ყველანი ერთად ვდგავართ და გეუბნებით თქვენ, ვინც დღეს მიხვდით რა მავნებელია „ქართული ოცნება“. ნუ მოგერიდებათ, ნუ შეგეშინდებათ. აქ ყველანი მოსულები ვართ, რომ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, საქართველო. ამიტომ, გელოდებით ყველას 4 ოქტომბერს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ისტორიულ სირცხვილს, რაც ჩვენს ქვეყანას დაემართა. 16:00 საათზე აქ, რუსთაველზე, ვიკრიბებით და ვწყვეტთ ჩვენს მომავალს. აქ ჩავატარებთ ეროვნულ კრებას და ამ კრებაზე გადავწყვეტთ, რომ ჩვენი ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ, ქართველ ხალხს, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ღირსება და ჩვენი დროშა“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს