მარკ რუტემ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტესთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ პოზიციები შეათანხმეს, - ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან ძალიან შინაარსიანი საუბარი ჰქონდა.

„მნიშვნელოვანია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის უფრო სწრაფად მუშაობა. მნიშვნელოვანია, ამერიკასთან ერთად მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყოთ. მნიშვნელოვანია ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რეალური დიპლომატიისთვის კოორდინაციას გააგრძელებენ.

„პუტინი თავს ისე აჩვენებს, თითქოს მშვიდობა არ სჭირდება, რომ მას მოლაპარაკება არ სჭირდება, მაგრამ სინამდვილეში, მსოფლიოს ზეწოლას შეუძლია გავლენა მოახდინოს ომის დასრულების მიმართ რუსეთის ინტერესზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს