ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი, არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას

სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი, არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „მშვიდობიან დამხობაზე“ საუბარი რადიკალური ოპოზიციის სახეს აჩვენებს.

„თვითონ სახელები და გვარები გეუბნებათ ყველაფერს. როგორ შეიძლება ამ ორი ადამიანის [ლევან ხაბეიშვილის და პაატა ბურჭულაძის] საუბარი ჩვენ სერიოზულად აღვიქვათ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ესეც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში, გამუდმებით საუბრობენ დამხობაზე, რევოლუციაზე. მერე რა, რომ არ გამოსდით?! ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, სულისკვეთებაზე, დამოკიდებულებაზე. ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები. ბუნებრივია, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი, არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას. როგორც ვპირდებოდით საზოგადოებას მთელი ამ წლების მანძილზე, რომ ამის საშუალებას არავის მივცემდით და ვასრულებდით ამ პირობას, ასევე, ვპირდებით ახლაც და ამ პირობასაც აუცილებლად შევასრულებთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს