„საქართველოს ბანკის“ მობილბანკში „გალერია თბილისის“ ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია

„საქართველოს ბანკი“ ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკის სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და აპლიკაციას გალერია თბილისის სავაჭრო ცენტრის ციფრული სასაჩუქრე ბარათი დაემატა.

ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა მობილბანკშივეა შესაძლებელი, მხოლოდ ადრესატი კი მას მობილურის ნომერზე, SMS-ის სახით მიიღებს. აპლიკაციაშივე შესაძლებელია ბარათის დიზაინის შერჩევა და მისალოცი წერილის დაწერა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ციფრული არხების განვითარებას, რათა მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა ჰქონდეთ. გალერია თბილისის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატება მობილბანკში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომლის დახმარებით ადამიანებს საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევას გავუმარტივებთ. რაც მთავარია ადრესატს არჩევანის თავისუფლება აქვს, რადგან ვაუჩერით არა კონკრეტული ბრენდის მაღაზიაში შოპინგი, არამედ გალერია თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ობიექტში სასურველი ნივთის შერჩევაა შესაძლებელი. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მობილბანკის მომხმარებლებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ცნობისთვის, შეძენილი სასაჩუქრე ბარათის დამატება ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-შია შესაძლებელი. მისი გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა ადრესატი საქართველოს ბანკის მობილბანკით. გალერია თბილისის პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის საფასურის სასაჩუქრე ბარათით გადახდა კი Wallet-იდანვე შესაძლებელი იქნება.

გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის