ირაკლი კობახიძე - ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად

ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, არსებობს ასეთი პრეცედენტები, თუმცა ეს არ არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველანაირი დრო არსებობს იმისათვის, რომ ეუთო/ოდირმა გამოაგზავნოს საკუთარი მისია საქართველოში და დააკვირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

„ჩვენ ველოდებოდით რეგისტრაციის ვადის ამოწურვას, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ ჩვენ გვქონოდა სრული სურათი არჩევნების საერთო მიმდინარეობასთან დაკავშირებით. დავინახეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს რადიკალური ოპოზიციური პარტიებიდან ორი, შესაბამისად, არჩევნები მთლიანობაში ჩატარდება კონკურენტულ გარემოში. ნახევარზე მეტში მოახერხეს კანდიდატურების დასახელება, ეს სურათი მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ ჩვენ მიგვეღო საბოლოო გადაწყვეტილება. არჩევნებამდე დარჩენილი ოთხი კვირა, შესაბამისად, ყველანაირი დრო არსებობს იმისათვის, რომ ეუთო/ოდირმა დააკომპლექტოს საკუთარი მისია და დააკვირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. აქამდე თქვენ ხედავდით, რომ მშვიდ ვითარებაში წარიმართებოდა პროცესები, რეალურად დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო ადგილობრიოვი თვითმმართველობისთვის სამზადისი, საარჩევნო კამპანია, შესაბამისად, დასაკვირვებელი აქამდე არაფერი იყო, ახლაც საკმაოდ მშვიდ ვითარებში წარიმართება საარჩევნო პროცესები თუ არ ჩავთვლით „ნაცი" ტიტუშკების რამდენიმე აქტს, რომელიც განხორციელდა ჩვენს ერთ-ერთ სარჩევნო შტაბთან, დანარჩენი აბსოლუტურად მშვიდად წარიმართება საარჩევნო კამპანია.

ყველანაირი დრო არსებობს იმისათვის, რომ ეუთო/ოდირმა გამოაგზავნოს საკუთარი მისია საქართველოში და დააკვირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ასევე მინდა, შეგახსენოთ, რომ ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, არსებობს ასეთი პრეცედენტები, თუმცა ეს არ არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ეუთო/ოდირის მოწვევით ჩვენ გამოვხატეთ სრული ღიაობა, არ ველით, რომ ამას ასეთივე დამოკიდებულებით უპასუხებს რადიკალური ოპოზიცია“.

პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ მაშინ მოსწონთ არჩევნების შედეგები, როდესაც იმარჯვებს ფსევდო ლიბერალური პოლიტიკური ძალა.

„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მე მათგან არ ველოდები დამოკიდებულებების ცვლილებას. რადგან წამოიჭრა საკითხი ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს გამოვხატეთ სრული ღიაობა. ეს ღიაობა გამოიხატება იმაში, რომ ვიწვევთ ეუთო/ოდირის მისიას და გამოვხატავთ სრულ მზაობას, რომ ყველანაირი პირობა შევქმნათ მისი საქმიანობისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის გამოვლენა. არ ველით, რომ ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას ასეთივე დამოკიდებულებით უპასუხებს რადიკალური ოპოზიცია. მათ არც წინა შემთხვევაში სცეს პატივი ეუთო/ოდირის დასკვნას, პარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად, დამოკიდებულების ცვლილება მათგან აბსოლუტურად არ არის მოსალოდნელი და ამას არ ველით არც მათი პატრონების მხრიდან. მხოლოდ მაშინ მოსწონთ არჩევნების შედეგები რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს, როდესაც იმარჯვებს ფსევდო ლიბერალური პოლიტიკური ძალა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა, ასე ხდება ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც. მაინცდამაინც უნდა მოიგოს ისეთმა ძალამ, როგორიც საქართველოს შემთხვევაში არის სისხლიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობა", წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ იწონებენ არჩევნების შედეგებს. ამიტომ, მე არ ველოდები ოპოზიციისგან და მათი პატრონებისგან დამოკიდებულებების ცვლილებას. ეს არ არის ჩვენთვის მთავარი, ჩვენთვის მთავარია ის ღიაობა, რომელსაც ამ აქტით გამოვხატავთ ", - განაცხადა პრემიერმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო