ანდრეი სიბიგა დიდი ბრიტანეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დიდი ბრიტანეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი X-ზე ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ივეტ კუპერთან თბილი და შინაარსიანი საუბარი მქონდა“, - წერს ანდრეი სიბიგა.

ანდრეი სიბიგამ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ივეტ კუპერს თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ზარის უკრაინაში განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ჰუმანურობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისა და მთელი ევროპის გაძლიერების მიზნით ერთად მუშაობას მოუთმენლად ველი“, - აღნიშნა სიბიგამ.

შეგახსენებთ, გუშინ ანჯელა რეინერმა დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობა დატოვა. რეინერის გადადგომის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა. სტარმერმა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი დანიშნა, ხოლო ლემი ივეტ კუპერმა შეცვალა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა