არმაზ ახვლედიანი - ეუთო/ოდირიც მოაწვევინეთ და ბოლომდე სახე მობანეთ ამ ანტიეროვნულ, რუსულ, კრიმინალურ ბანდას! - ისტორია შეგარცხვენთ, უკვე თავლაფდასხმულებო, ყველას, „ლელო-გახარიელებს“ და თქვენი გაუგონარი ღალატის ყველა თანამონაწილეს!

ეუთო/ოდირიც მოაწვევინეთ და ბოლომდე სახე მობანეთ ამ ანტიეროვნულ, რუსულ, კრიმინალურ ბანდას! - ისტორია შეგარცხვენთ, უკვე თავლაფდასხმულებო, ყველას, „ლელო-გახარიელებს“ და თქვენი გაუგონარი ღალატის ყველა თანამონაწილეს! - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი წერს, რითაც ეხმაურება თვითმმართველობის არჩევნებში ეუთო/ოდირის მოწვევას.

ახვლედიანის თქმით, საქართველოს შველა ახლა მხოლოდ ერთგული ადამიანების გაერთიანების ხელშია.

„ეუთო/ოდირიც მოაწვევინეთ და ბოლომდე სახე მობანეთ ამ ანტიეროვნულ, რუსულ, კრიმინალურ ბანდას!

ოღონდ ახლა ივანიშვილ-კობახიძეზე შეუდარებლად მეტად თქვენ, ბინძურო სატელიტებო, ამაზრზენო ქორვაჭრებო, სწორედ თქვენ უკლავთ საქართველოს ნორმალურობის თითქმის ბოლო შანსს!

ისტორია შეგარცხვენთ, უკვე თავლაფდასხმულებო, ყველას, „ლელო-გახარიელებს“ და თქვენი გაუგონარი ღალატის ყველა თანამონაწილეს!

საქართველოს გაყიდვა არ შეგრჩებათ, არ გაგატანინებთ ლელოს საქართველოს ნორმალურობის დასამარების კარში!

ვაი, რომ უკვე განგაშის ზარის შემოკვრაც გვიანია!

გავიმეორებ: რუსული ურჩხულის და მისი ვაიქართველი ნაძირლების კლანჭებში მოსაგუდად განწირული საქართველოს შველა ახლა მხოლოდ და მხოლოდ უანგარო, უკომპრომისოდ წესიერი, სამართლიანი, კეთილგონიერი, ეროვნული და ევროპული ფასეულობების უალტერნატივოდ ერთგული ადამიანების მძლავრი გაერთიანების ხელშია!“- წერს ახვლედიანი „ფეისბუქზე“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს