6-7 სექტემბერს საქართველო წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირს, „ფოთი პრო 2025“, მასპინძლობს

დღეს ფოთში ოქროს ტბის ისტორიულ ბაზაზე სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა „ფოთი პრო 2025“.

ტურნირი საერთაშორისო წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის (IWWF), საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და „ფოთის ტბის კლუბის“ ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერია ფოთის მერია და სპორტის სამინისტრო.

ფოთის ლეგენდარულ ბაზას 30-მდე სპორტსმენი სტუმრობს. ტურნირში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო მასშტაბის წამყვანი სპორტსმენები ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის შვიდი ქვეყნიდან. შეჯიბრი ტარდება ორ ეტაპად: ტრამპლინიდან ხტომასა და სლალომში. ტურნირში მონაწილეობას იღებს ქართველი ლეგენდა გენო გურალია, რომელიც 2008 წელს დასახელდა ევროპის საუკეთესო წყალმოთხილამურედ.

ტურნირის ჩასატარებლად დღეისათვის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, უკვე მოქმედებს მოდულებისგან აწყობილი ბაზა, სადაც განთავსებულია ოთხი გუნდის ეკიპირება. მიმდინარე ეტაპზე, პირველად, საქართველოში ორი კატარღის ერთდროულად მისაღებად საერთაშორისო სტანდარტების პონტონი მოქმედებს, რომელიც სასტარტო ბაქანად გამოიყენება.

ამ ტურნირის წარმატებით ჩატარება გზას უხსნის საქართველოს საერთაშორისო ფედერაციაში შეიტანოს განაცხადი 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნითვის.

ტურნირის ტრანსლირებას განახორციელებს Waterski Pro Tour-ის TWBC Broadcast მაუწყებელი, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონიან აუდიტორიას ფარავს და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ამავდროულად ტურნირის მხარდამჭერია.

საქართველოს საერთაშორისო სპორტულ რუკაზე მონიშვნით, ხელი შეეწყობა რეგიონის პოპულარიზაციას, სპორტული ტურიზმის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში დამატებითი თანხების გენერირებას.

ინფორმაციისთვის:

წყალსათხილამურო სპორტმა საქართველოში 2023 წლიდან ახალი სიცოცხლე შეიძინა. თუმცა ეს ყველაფერი 1984 წელს დაიწყო, როდესაც მალთაყვის ტყე-პარკის „ოქროს ტბაზე“ წყალსათხილამურო ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სწორედ ფოთში 1991 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. მათ შორის გენადი გურალიამ.

დღეს საქართველოში აქტიურად ვითარდება სპორტის ეს სახეობა და მომავალში ევროპის ჩემპიონატების მასპინძლობის ამბიციაც ჩნდება.

საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაცია (International Waterski & Wakeboard Federation – (IWWF), სამივე კონტინენტიდან 90-მდე ქვეყანას აწევრიანებს, მსოფლიო წყალსათხილამურო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანება 90-იან წლებში მოხდა.

#WaterSkiGeorgia #LakeClubPoti #HistoryAndFuture #ActiveLifestyle(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები