ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, უკრაინის 14 ოლქს 1300-ზე მეტი დრონით, 900-მდე მართვადი საჰაერო ბომბითა და სხვადასხვა ტიპის 50-მდე რაკეტით შეუტია

რუსეთზე სანქციების მეშვეობით ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთმა ბოლო 5 დღის განმავლობაში უკრაინის 14 ოლქს 1300-ზე მეტი დრონით, 900-მდე მართვადი საჰაერო ბომბითა და სხვადასხვა ტიპის 50-მდე რაკეტით შეუტია.

„რუსეთი ომის გაჭიანურებას აგრძელებს და ცდილობს დიპლომატია ფარსად აქციოს. ამას ერთიანი საპასუხო რეაქცია უნდა მოჰყვეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, „დონალდ ტრამპი მართალია და რუსეთის მიერ ნავთობითა და გაზით ვაჭრობაზე ეფექტური შეზღუდვები უნდა დაწესდეს“.

„უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა გავზარდოთ, რათა მსგავსი შემოჭრები მომავალში აღარ განმეორდეს. ხანგრძლივი მშვიდობისთვის ნამდვილი და მოქმედი უსაფრთხოების გარანტიებია საჭირო“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს