თბილისში, რესტორან „ქვევრში“ გვიან ღამით სროლა იყო - შსს-მ გამოძიება დაიწყო

გუშინ, რესტორან „ქვევრში“ სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, მომხდარი ფინანსურ დავას უკავშირდება რესტორნის მეწილეებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით კი, დაპირისპირება იყო რესტორნის მფლობელ ტიბუას და ლევან ბასლანძეს შორის, რომელიც ასევე "ქვევრის" ერთ-ერთი მეწილეა. ამავე ინფორმაციით, ის ტიბუას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით ისროლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს