ლევან სანიკიძე - როგორც ჩანს, „ლელოს“ ქართველი ხალხის და ივანიშვილის წინააღმდეგ გამარჯვების აღარ სჯერა და დაკავებულია სისტემური ან ტექნიკური ოპოზიციის როლით

ეს არის ბრძოლის ღალატი, ცალსახად და არა ორაზროვნად - როგორც ჩანს, „ლელოს“ ქართველი ხალხის და ივანიშვილის წინააღმდეგ გამარჯვების აღარ სჯერა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებთან “ლელო-ძლიერი საქართველოს” არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მათი არჩევნებში მონაწილეობა იმ ბრძოლის ღალატია, რომლის ბოლო ფაზაც 26 ოქტომბერს დაიწყო და „პოლიტპატიმრების, ახალგაზრდა თანამებრძოლების წამების ხარჯზე გადის“.

„ეს არის ბრძოლის ღალატი - ცალსახად და არა ორაზროვნად. ეს იმ ბრძოლის ღალატია, რომლის ბოლო ფაზაც 26 ოქტომბერს დაიწყო და პოლიტპატიმრების, ჩვენი ახალგაზრდა თანამებრძოლების წამების ხარჯზე გადის. ეს არის ამ ბრძოლის ღალატი. როგორც ჩანს, „ლელოს“ ქართველი ხალხის და ივანიშვილის წინააღმდეგ გამარჯვების აღარ სჯერა და დაკავებულია სისტემური ან ტექნიკური ოპოზიციის როლით“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის