კაია კალასი - რუსეთს მშვიდობა არ სურს - გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერას და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას

რუსეთის ყოველი თავდასხმა მიზანმიმართულად გაკეთებული არჩევანი და გზავნილია: რუსეთს მშვიდობა არ სურს, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

„დღევანდელი დარტყმები, მათ შორის კიევში მთავრობის შენობაზე, ესკალაციის აშკარა ნიმუშის ნაწილია. გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერას და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას“, - წერს კალასი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა