„ნაციონალური მოძრაობა“ - ვგმობთ არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციას და მასში მონაწილეობას საქართველოს ინტერესების ღალატად მივიჩნევთ - მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, გამოვიდეთ რუსთაველზე 4 ოქტომბერს და გავმართოთ გადამწყვეტი ბრძოლა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს არჩევნებად წოდებულ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას და მასში მონაწილეობას საქართველოს ინტერესების ღალატად მიიჩნევს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

პარტია მოუწოდებს ქართველ ხალხს, გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე 4 ოქტომბერს და გამართონ გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის.

როგორც პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე პარტიამ დააფიქსირა თავისი ერთიანი, მტკიცე პოზიცია 4 ოქტომბრის თარიღთან დაკავშირებით და დაამტკიცა განცხადება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს არჩევნებად წოდებულ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას და მასში მონაწილეობას საქართველოს ინტერესების ღალატად მიიჩნევს. 4 ოქტომბერი ქართველი ხალხისთვის არის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი დღე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ინიციატივას, 4 ოქტომბერს შევიკრიბოთ არა რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ თბილისში, რუსთაველის გამზირზე. მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე 4 ოქტომბერს და გავმართოთ გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“,- აღნიშნა ბეჟაშვილმა, რომელმაც პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გააცნო საზოაგდოებას.

ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, ეს არის პარტიის ოფიციალური პოზიცია 4 ოქტომბრის თარიღთან დაკავშირებით და ყველა კითხვის ნიშანი რომელიც პარტიის პოზიციასთან მიმართებით შეიძლება დღემდე გაჩენილიყო, პოლიტსაბჭოს ამ გადაწყვეტილებამ ერთიანი და მტკიცე გადაწყვეტილების სახე მისცა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მის პოლიტიკური სტრუქტურებით, მისი აქტივით ჩავერთვებით ამ პროცესში იმიტომ, რომ ეს ბრძოლა არის ქართველი ხალხის ბრძოლა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო იქ, სადაც არის ქართველი ხალხი. 4 ოქტომბერს ვიქნებით რუსთაველზე. ეს არ არის ერთი პარტიის დღის წესრიგის საკითხი, ეს არის სახალხო მოძრაობის, ხალხის პროტესტის დღე“,-განაცხადა ბეჟაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ