ბათუმის მერობის კანდიდატად „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გოჩა გუგუნავა წარადგინეს

ბათუმის მერობის კანდიდატად „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გოჩა გუგუნავა წარადგინეს. მერობის კანდიდატი „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოს“ ერთობლივ ღონისძიებაზე დაასახელეს.

პარტიის ინფორმაციით, 2024 წლიდან გოჩა გუგუნავა არის პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი და პარტიის აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი.

„გოჩა გუგუნავა დაიბადა 1976 წელს ქალაქ ბათუში; 1999 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; 1996 - 2000 წწ. შპს „აღორძინება“-ს ფინანსური დირექტორი იყო; 2014 წელს მან დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი “ბათუმი”; 2014 წელს იყო ბათუმის მერობის კანდიდატი - პოლიტიკური გაერთიანება „სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზა“-დან; ჰყავს მეუღლე და 3 შვილი“, - ნათქვამია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს