კიტ კელოგი - რუსეთი ესკალაციას ახდენს კიევში, უკრაინის მთავრობის ოფისებზე დარტყმით, ასეთი ქმედებების შედეგად მოვლენები, შეიძლება, უკონტროლო გახდეს

ნებისმიერ ომში საფრთხე ესკალაციაა. როგორც ჩანს, რუსეთი ესკალაციას ახდენს ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმით, კიევში, უკრაინის მთავრობის ოფისებზე დარტყმით, - ასე ეხმაურება უკრაინის საკითხზე დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

„ისტორია აჩვენებს, რომ მოვლენები შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს ასეთი ქმედებების შედეგად. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის შესაჩერებლად. თავდასხმა არ იყო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს სურს ამ ომის დიპლომატიური გზით დასრულება“, - წერს კელოგი.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს