კახა კალაძე - სოფო ჯაფარიძე ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენელია - ასეულობით მილიონი დაიხარჯა, რათა შექმნილიყო ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს არის ამ რადიკალი „აკაცუკების“ სახით წარმოდგენილი

სოფო ჯაფარიძე ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენელია - ასეულობით მილიონი დაიხარჯა, რათა შექმნილიყო ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს არის ამ რადიკალი „აკაცუკების" სახით წარმოდგენილი, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სოფო ჯაფარიძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ჯაფარიძე ან ჯაფარიძისნაირი ტიპი რას იტყვის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.

სოფო ჯაფარიძე ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენელია, რომელიც საქართველოში მუშაობს და ამის შექმნას გარკვეული წლები დასჭირდა. ასეულობით მილიონი დაიხარჯა, რათა შექმნილიყო ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს არის ამ რადიკალი "აკაცუკების" სახით წარმოდგენილი. ჯაფარიძე ან ჯაფარიძისნაირი ტიპი რას იტყვის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს