პრემიერის განცხადებით, კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის

საქართველოს-პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა ევრობასკეტზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ მიღწეული წარმატებისთვის, პრემიის სახით, 3 მილიონ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვისაც.

„გამომდინარე იქიდან, რომ კალათბურთში გვაქვს ისტორიული შედეგი, მინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც. ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე, დავაწესებთ 3 მილიონ ლარს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა რიგაში მიმდინარე შეხვედრაში საფრანგეთი დაამარცხა. ამრიგად საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევრობასკეტის მეოთხედფინალში ითამაშებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს