შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭათ

მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძესა და მის მოადგილეს, როლანდ მესხს, პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭათ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ - გეკა გელაძე აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას. მას დღეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ - მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, როლანდ მესხს, ასევე მიენიჭება გენერალ -მაიორის წოდება. წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“,- განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა