ირაკლი კობახიძე - 3 თვის განმავლობაში იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა გამოვლინდა - აქამდე აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო, ჟარგონზე რომ ვთქვათ, მიშვებული იყო ეს ყველაფერი

პრემიერის მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„იარაღის ტარების მიმართულებით, აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო, ჟარგონზე რომ ვთქვათ, მიშვებული იყო ეს ყველაფერი. ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდა ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვანებიც კი დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს, ბუნებრივია, და რისკის შემცველია. რაც მთავარია, 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა. ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა