დავით მათიკაშვილი - გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი რადიკალიზმს ასაზრდოებს - გვარებსა და სახელებზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, სახელმწიფო შეუვალი იქნება

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, უღალატებს სამშობლოს და გუნდს. ბუნებრივია, მათ მიმართ კანონი და სახელმწიფო შეუვალი იქნება - ჩვენ გვარებზე და სახელებზე არ ვსაუბრობთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განცხადებას, რომ „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან“.

მისივე თქმით, „სახეზეა, რომ „ქართული ოცნებიდან“ გაგდებული პირები, გარკვეული ფორმით, ცდილობდნენ, საქართველოში რადიკალიზმი წაეხალისებინათ და დაეფინანსებინათ კიდეც“.

მათიკაშვილის თქმით, ადეკვატური იქნება პასუხი იმ ადამიანების მიმართ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს და სამშობლოს უღალატებს.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს. არ ვიცი, ჯაფარიძეს წამოსცდა, ქვეცნობიერმა უღალატა თუ რა ქნა, მაგრამ ზუსტად ამაზე ისაუბრა. ეს იმდენად ამაზრზენია, საერთოდ არც მინდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, უღალატებს სამშობლოს, გუნდს და იქნება თან დანაშაულის ჩამდენი, ბუნებრივია, მათ მიმართ კანონი და სახელმწიფო შეუვალი იქნება.

თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ გვარებზე და სახელებზე არ ვსაუბრობთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. არ არის აქ კონკრეტულ იდენტიფიცირებულ ადამიანებზე საუბარი, თუმცა ფაქტი იმისა, რომ აქედან გაგდებული პირები გარკვეული ფორმით ცდილობდნენ, რადიკალიზმი წაეხალისებინათ და დაეფინანსებინათ კიდეც, არის სახეზე,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე