კახა კალაძე - მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობასთან დაკავშირებით მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმი შემოიტანონ - ხელისუფლება 4 ოქტომბერს გამარჯვებას ელოდება

მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობასთან დაკავშირებით მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმი შემოიტანონ-ხელისუფლება 4 ოქტომბერს გამარჯვებას ელოდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი უწყებებიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„მოწოდებები, რასაც სახელმწიფო გადატრიალებასთან, დამხობასთან დაკავშირებით ვისმენთ, ასევე, სხვადასხვა ცრუ ინფორმაციების კონკრეტულ ფაქტებად გავრცელებას, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში ნიჰილიზმი შემოიტანონ, საზოგადოებაში გააჩინონ კითხვები. ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი უწყებებიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

ხელისუფლება 4 ოქტომბერს გამარჯვებას ელოდება. საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის თანადგომით, ყველა მუნიციპალიტეტში შევძლებთ გამარჯვებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა