კახა კალაძის განცხადებით, არასამთავრობოებმა იციან, რომ მარცხისთვის არიან განწირულები და ამიტომ არ არის ჩანაწერი კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით მათ მიერ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ მომზადებულ სარჩელში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა იციან, რომ „მარცხისთვის არიან განწირულები“ და ამიტომ არ არის ჩანაწერი კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით მათ მიერ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ მომზადებულ სარჩელში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა.

კახა კალაძის თქმით, ამ კანონის საშუალებით გაიგო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, რაში იღებს ზოგი კონგრესმენი ფულს, როგორ „გააშავოს“ და დააზიანოს სახელმწიფო.

„ცხადია უარი იქნება სტრასბურგისგან. ჩვენ ხომ კოპირება გავაკეთეთ არსებული მოქმედი კანონმდებლობის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია და წარმატებით ფუნქციონირებს? ამ კანონის საშუალებით გაიგო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, თუ რაში იღებს ზოგი კონგრესმენი ფულს, როგორ „გააშავოს“ ჩვენი ქვეყანა, როგორ დააზიანოს ქართული სახელმწიფო. ეს ყველაფერი ცნობილი გახდა „ფარას“ კანონის საშუალებით. წინასწარ იციან რომ მარცხისთვის არიან განწირულები, ამიტომ არ დაარეგისტრირეს იმ მოთხოვნით [კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით]- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, 5 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ მომზადებული სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა.

ორგანიზაციის ცნობითვე, საჩივარი შეეხება როგორც „რეპრესიულ კანონმდებლობას, ასევე, ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს“. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასამთავრობო სექტორი დავობს იმის შესახებ, რომ „ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა“ და მათი საქმიანობის შეჩერება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია