გივი მიქანაძე - მინდა დაგარწმუნოთ, სამინისტრო მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ 15 სექტემბერს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს

მინდა დაგარწმუნოთ, სამინისტრო მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2086 საჯარო სკოლაა, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სკოლებში რეაბილიტაციის მიმართულებით გარკვეული შეფერხებები, არაკეთილსინდისიერი შემსრულებლების ბრალია, რომელთაც პასუხი კანონის მიხედვით მოეთხოვებათ.

ამასთან, მისივე განმარტებით, შესაძლებელია, იყოს ერთი-ორი გამონაკლისი სკოლა, სადაც გარკვეული ინფრასტრუქტურული კომპონენტები ბოლოსკენ მიდის და რაც შეიძლება რამდენიმე დღიანი დაგვიანების მიზეზი იყოს.

„სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წლის დაწყებისთვის მაქსიმალურად მზად ვიყოთ. პრემიერ-მინისტრის დაპირება, ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალაშია და ეს პროცესები გრძელდება. ამ სასწავლო წლისთვის დაახლოებით 50 სკოლის ფარგლებში სრულიად განახლებული ან ახლად აშენებული შეემატება ჩვენს ქვეყანას. ეს პროცესები მიმდინარეა, გვესმის, რომ, ეს შეიძლება გარკვეული დისკომფორტის მომცემი იყოს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ უფრო ჯანსაღ გარემოში, განახლებულ გარემოში შეძლონ ჩვენმა შვილებმა ცოდნის მიღება, აღზრდა. რიგ შემთხვევებში, ჩვენ გვაქვს ვადის გადაცილება, რაც სამწუხაროდ, დაკავშირებულია არაკეთილსინდისიერ შემსრულებელთან. ამ კუთხით, მაქსიმალურად ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც კანონის ფარგლებიდან გამომდინარეა. რიგ შემთხვევაში ესეც ერთგვარი დაყოვნების კომპონენტია.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამინისტრო მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლაში, და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2086 საჯარო სკოლაა, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს. შესაძლებელია, ერთი-ორი გამონაკლისი იყოს, სადაც გარკვეული ინფრასტრუქტურული კომპონენტები ბოლოსკენ მიდის და შეიძლება რამდენიმე დღიანი დაგვიანება იყოს. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ახალი სასწავლო წლისთვის. კიდევ ერთი კვირა გვაქვს და ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. მთელი სამინისტრო, შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, რომ 24 - საათიან რეჟიმში ეს მოთხოვნილებები უზრუნველყონ“, - განაცხადა მიქანაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში