ევროკომისიის წარმომადგენელი - ევროკომისია მთავრობის ქმედებებს აფასებს და თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო რეკომენდაციებს არ ასრულებს, შესაძლოა, ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს

ევროკომისია ჯერ კიდევ აფასებს საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მის საპასუხო წერილს ევროკავშირის მოთხოვნებზე დემოკრატიულ პრაქტიკას დაუბრუნდნენ და თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებს, შესაძლოა, ვიზების შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს, - ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა „ევროპეისკაია პრავდას“კორესპონდენტს განუცხადა.

მისი განმარტებით, ევროკომისია ყურადღებით სწავლობს საქართველოს მთავრობის ქმედებებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღოს.

„31 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა კომისიის მიერ ბრიუსელში საქართველოს ელჩისთვის 14 ივლისს გაგზავნილ წერილს. ამჟამად კომისია აფასებს საქართველოს მიერ გაგზავნილ პასუხს. კომისია შეაფასებს მიღებულ ზომებს და მათ შესაბამისობას რეკომენდაციებთან, ვიზების შეჩერების შესახებ შემდეგი ანგარიშის კონტექსტში“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ბრიუსელი კვლავ ელის, რომ საქართველოს ხელისუფლება „მიიღებს კონკრეტულ ზომებს კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად“.

„შეუსრულებლობის გახანგრძლივების შემთხვევაში და შეფასების ჩატარების შემდეგ, კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის წინააღმდეგ.

„ეს კიდევ ერთი თავდასხმაა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე