ნეპალში მთავრობის მიერ სოციალური მედია პლატფორმების აკრძალვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 14 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში მთავრობის მიერ სოციალური მედია პლატფორმების აკრძალვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 14 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ნეპალის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნეპალის სახელმწიფო მედიის ცნობით, დემონსტრანტები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, როცა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პარლამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტის ტერიტორიაზე შევიდა, თუმცა მთავარ შენობაში შესვლა ვერ მოახერხეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, გასულ კვირას ნეპალის მთავრობამ ზოგიერთ სოციალურ მედია პლატფორმაზე, მათ შორის, „ფეისბუქზე“ წვდომა დაბლოკა.

მთავრობა აცხადებს, რომ ყალბი ანგარიშების მიერ სხვადასხვა პლატფორმების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სოციალური მედია პლატფორმები სამთავრობო ორგანოებში უნდა დარეგისტრირდნენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს