კახა კალაძე - ერთი ადამიანი მაჩვენეთ, რომელია ქალი? ქალები არ არიან, რაღაც სხვა ჯიშია - რა უნდოდათ ამ ადამიანებს საარჩევნო შტაბთან? თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებთან?

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე მის საარჩევნო შტაბთან ქალები კი არ დაშავდნენ, არამედ ისინი „რაღაც სხვა ჯიშია“.

მან ჟურნალისტებს აჩვენა ვიდეო, სადაც კახა კალაძის განმარტებით, „ჩანს, როგორ ძალადობენ აქციის მონაწილეები“.

„ეს არის მომენტი, როდესაც 30 „აკაცუკი“ საარჩევნო შტაბთან მივიდა. რა უნდოდათ ამ ადამიანებს საარჩევნო შტაბთან? თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებთან? პასუხი მაინტერესებს, ეს რას ნიშნავს? ქალი არ არის აქ, არ ვიცი, რაღაც სხვა ჯიშია. ერთი ადამიანი მაჩვენეთ, რომელია ქალი? პასუხი გამეცით ამ ყველაფერზე. თქვენც ჩვეულებრივი „აკაცუკები“ ხართ, არაფრით განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ საარჩევნო შტაბს მიუვარდნენ. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ყოველდღიურად აშუქებთ სიბინძურეს, აღვივებთ საზოგადოებაში დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობა გაქვთ. აი, ეს ხართ თქვენ. არაფრით განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, ვინც გუშინ სარჩევნო შტაბს თავს დაესხა“, -განუცხადა კალაძემ ჟურნალისტს.

მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია საარჩევნო შტაბთან მივარდნა და ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება.

„მოძალადეები მივიდნენ „ქართული ოცნების“ ოფისთან, იქ მყოფ ადამიანებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ესროდნენ რაღაცებს. კახა კალაძის საარჩევნო შტაბი არ მისულა რუსთაველზე და არ დაურბევია ან შეურაცხყოფა მიუყენებია არცერთი პროტესტანტისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე