ლევან ხაბეიშვილი მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირებაზე - მდინარაძესთან იყო შეთანხმებული, ის გახდა „რკინის ხელი“ - ეს ივანიშვილის ისტერიკა იყო, ბოლო ჟამი დგას - პასუხი მშვიდობიანი უნდა იყოს, მეტი ვიქნებით ყოველდღე და 4 ოქტომბერს თქვენ აღარ იქნებით

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება „ ბიძინა ივანიშვილის ისტერიკა იყო“.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს და პასუხი მშვიდობიანი პროტესტით გასცეს.

„ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული. მდინარაძე გახდა ახლა „რკინის ხელი“, ეს აბსოლუტური „ფაფაცუა“. დავალება მისცა - ახლა მიდით და დაამტკიცეთ, რომ კაცები ხართო, ოღონდ დაამტკიცეს, რომ აბსოლუტური ლაჩრები არიან. ქალებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ხელს ურტყამდნენ. ცხადია, შეთანხმებულ იყო, შეთანხმების გარეშე იქ „მილიციელები“ რომ იდგნენ, თავზე რომ დააფურთხეს, ვინმეს არ დააკავებდნენ? ცხადია, დააკავებდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ივანიშვილის ისტერიკა იყო, ეს გამოვლინება ბოლო ჟამია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბოლო ჟამი დგას, შეუძლებელია ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს. დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს. ცხადია, პასუხი მშვიდობიანი უნდა იყოს. ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით ყოველდღე და 4 ოქტომბერს საერთოდ, თქვენ აღარ იქნებით",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს