ირაკლი ზარქუა - სჯობს, გახარიას პარტიის წევრებმა კაცურად თქვან: „ვერ მოვახდინეთ რევოლუცია, ვერ ამოვატრიალეთ ქვეყანა და მოდი, დავნებდეთ და პარლამენტში შევიდეთ“ - როცა დასჭირდებათ შემოვლენ, ეს იწილო-ბიწილო ნაცნობია

ადგილობრივ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და ამის შემდეგ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს გახარიას მიმდევრები შემობრძანდებიან პარლამენტში და მერე ბოიკოტს დაარქმევენ - ამათი მცდელობა და ტაქტიკა არის, რომ მანდატი მოიპოვონ - როცა დასჭირდებათ შემოვლენ, როცა გაბრაზებული იქნებიან - გარეთ დადგებიან, ეს იწილო-ბიწილო ნაცნობია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა სჯობს „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა „კაცურად თქვან, რომ ვერ მოახდინეს რევოლუცია, ვერ ამოატრიალეს ქვეყანა, უსამშობლოებთან ერთად მმართველ პარტიას და ქართველ ხალხს ვერაფერი უქნეს, დანებდნენ და პარლამენტში შედიან“.

„ბოიკოტში რომ ხარ, ხელფასი მაინც გერიცხება. ამათი მცდელობა და ტაქტიკა არის, რომ მანდატი მოიპოვონ - როცა დასჭირდებათ შემოვლენ, როცა გაბრაზებული იქნებიან - გარეთ დადგებიან, ეს იწილო-ბიწილო ნაცნობია. ამას ურჩევნიათ, კაცურად თქვან, რომ ვერ მოვახდინეთ რევოლუცია, ვერ ამოვატრიალეთ ეს ქვეყანა, უსამშობლოებთან ერთად მმართველ პარტიას და ქართველ ხალხს ვერაფერი ვუქენით და მოდი, დავნებდეთ და პარლამენტში შევიდეთო. ეს უფრო ადამიანური და ლოგიკური იქნება. ახლა ერთი ნაწილი რევოლუციას გვიწყობს, მეორე არჩევნებში მონაწილეობს - ამ იწილო-ბიწილოში თვითონ არიან შესული, ჩვენ არ გვაინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, „იმედის“ ინფორმაციით, პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“ ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის. როგორც „იმედი“ აღნიშნავს, გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. იმედის ცნობით, ისინი შალვა პაპუაშვილს თხოვნით მიმართავენ, რომ „იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით კი, მათი პარტია პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება და საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც 6 თვის წინაც გაიარეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის