იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე - შობამდე კონკრეტული არაფერი მოხდება

უკრაინაში მშვიდობის მოლოდინს უახლოეს მომავალში აზრი არ აქვს. რუსეთზე გავლენის მოხდენა მხოლოდ ახალ სანქციებს შეუძლია, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.

მისი მტკიცებით, უკრაინაში მშვიდობის დამყარების პერსპექტივები ჯერ კიდევ შორეულია და რუსეთზე ზეწოლის ერთადერთი ეფექტიანი ინსტრუმენტი, ჯერჯერობით, შეიძლება ახალი ფინანსური სანქციები იყოს.

„დღეს ერთადერთი რეალური ინსტრუმენტი სანქციებია, რომლებიც რუსეთს რესურსებზე წვდომის გზით არმიის დაფინანსების შესაძლებლობას ჩამოართმევს“, - აღნიშნა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ტაიანი შობამდე ომის მოგვარების საკითხში რაიმე კონკრეტულ პროგრესს არ პროგნოზირებს.

„ჩემი აზრით, შობამდე კონკრეტული არაფერი მოხდება“, - აღნიშნა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, იტალია თავის ჯარებს უკრაინის ტერიტორიაზე არ გაგზავნის.

„ამის ნაცვლად, ჩვენ სხვა გზას ვთავაზობთ - ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმების დადებას. ეს არის რაციონალური წინადადება, რომელსაც პუტინი პროვოკაციად ვერ ჩათვლის, მაგრამ რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას“, - განმარტა ტაიანიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე