ლევან მაჭავარიანი კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე - ტელეფონებზე ნადირობა იქითა მხარემ დაიწყო - ერთმანეთს ართმევდნენ ტელეფონებს და ბუჩქებში ისროდნენ, ყველა კადრი აღბეჭდილია

იქითა მხარემ დაიწყო პირდაპირ ტელეფონებზე ნადირობა და რაღაც ურთიერთნადირობაში გადაიზარდა ეს. მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, შემდეგ ერთმანეთს ტელეფონებს ართმევდნენ, ბუჩქებში ისროდნენ,- ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას.

მაჭავარიანის განცხადებით, დაპირისპირების კადრებს ბევრი ადამიანი იღებდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ შტაბიდან.

„ტელეფონებთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდანაც ბევრი ადამიანი იღებდა [დაპირისპირების კადრებს], ვინაიდან, წინასწარ ვიცოდით, რომ მოდიოდნენ, შემდეგ ისეთი კადრები რომ არ ყოფილიყო მხოლოდ, რომელიც მათ აწყობთ, სადაც თავიანთი აგრესია არ არის ხოლმე კადრებში გამოჩენილი... იქითა მხარემ დაიწყო პირდაპირ ტელეფონებზე ნადირობა და რაღაც ურთიერთნადირობაში გადაიზარდა ეს. მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, ერთმანეთს ართმევდნენ ტელეფონებს და ბუჩქებში ისროდნენ. ყველა კადრი აღბეჭდილია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება