ტატა ხვედელიანი - ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში

ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, ტატა ხვედელიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, პარტიის წევრებისთვის საპარლამენტო მანდატების ცნობა იყო „ჩვეულებრივი პროცედურული საკითხი“.

„პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი რჩება პოლიტიკურ ბოიკოტში. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაფერი იცვლება. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურული საკითხი, რომელიც ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრჯერ გაიარა. მათ შორის, პირველი თორმეტეულის მანდატების შეწყვეტის დროს, ასევე მანამდეც. შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივად პროცედურული საკითხი, რომელშიც არ შევდივართ და ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში. ეს არის ჩვენი კომენტარი იმაზე, რასთან დაკავშირებითაც გრძელდება ისტერია, ტყუილების ტირაჟირება. ეს არის ტყუილი იმიტომ, რომ ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, „იმედის“ ინფორმაციით, „პარტიამ გახარია - საქართველოსთვის“ ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის. როგორც „იმედი“ აღნიშნავს, გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. იმედის ცნობით, ისინი შალვა პაპუაშვილს თხოვნით მიმართავენ, რომ „იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს