პროკურორი - გამახვილდება ყურადღება იმ მტკიცებულებებზე, რომელზე დაყრდნობითაც მიგვაჩნია, რომ გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობა ჩაიდინა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას

გამახვილდება ყურადღება იმ მტკიცებულებებზე, რომელზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობა ჩაიდინა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე უნდა წარადგინოს ვიდეომასალა, სადაც გელა უძილაურის გადაადგილებაა ასახული.

„გამახვილდება ყურადღება საქმის არსებით, ფაქტობრივ გარემოებებზე. ასევე, იმ მტკიცებულებებზე, რომელზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გელა უძილაურმა ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, მოვისმენთ დიდი ალბათობით დაცვის მხარის შესავალ სიტყვას. გეტყვით, რომ გელა უძილაურის საქმიდან ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ორი საქმე, ეს არის სანდრო წივწივაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე და ასევე, ორგანიზებული მკვლელობის ფაქტზე, რომელიც ეხება მიქაძეებსა და ჯოხაძეს. აღნიშნულ საქმეებში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ტარდება ათეულობით საგამოძიებო მოქმედება და ყველა ის მტკიცებულება იქნება მოპოვებული, რომელიც შემხებლობაშია საქმესთან და რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იქნება საქმისთვის. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება აქტიურად. ამასთან, სასამართლო პროცესზე დღეს ჩვენ წარვადგენთ ვიდეომასალას, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი. ეს არ არის მხოლოდ ორი ან სამი ვიდეომასალა, ეს არის მთელი რიგი მტკიცებულებები - როგორ დატოვა გელა უძილაურმა ჭავჭავაძის გამზირი, შემთხვევის ადგილი, რა მიმართულებით წავიდა, შემდეგ როგორი მიმართულებით წამოვიდა თბილისში, ეს არის აბსოლუტურად დეტალურად დადგენილი გამოძიების ფარგლებში. ყველაფერი, რაც საჭიროა საქმესთან დაკავშირებით, ამოღებულია, გამოძიების პარალელურად, თუმცა ჯერ კიდევ დაგეგმილია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული. შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია