ირაკლი კუპრაძე, ალეკო ელისაშვილი და ტატა ხვედელიანი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის მცხოვრებლებს შეხვდნენ

თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, ვიცე მერობის კანდიდატები ალეკო ელისაშვილი და ტატა ხვედელიანი თაბუკაშვილის 25 ნომერში მდებარე ავარიული სახლის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

“ლელო ძლიერი საქართველოს” ლიდერები მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამ პრობლემას მათ სასარგებლოდ და მათთან შეთანხმებით გადაწყვეტენ.

„მე-4 კატეგორიის ავარიულ შენობას, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. 9 ოჯახიდან, რომლის საკუთრებაშიც თბილისური ეზოა, ოთხი ოჯახი მე 15 წელია, ქირით არის გაყვანილი, 5 ოჯახი კი სახლის დატოვებაზე და მერიის მიერ შეთავაზებულ 500 ლარიან კომპენსაციაზე უარს ამბობს.

შენობის დანგრევა არ შეიძლება იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია - გამაგრება კი შეუძლებელია, რადგან მე-4 კატეგორიის დაზიანებაა.

თბილისის მერი კალაძე ამბობს, რომ ისტორიულ ზონაში გათავისუფლებული არეალები მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისე, რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები. ადგილობრივები შიშობენ, რომ კალაძე ისტორიული შენობების მესაკუთრეებს დაზიანებული შენობების რეაბილიტაციის ნაცვლად, საკუთრების მიყიდვას აიძულებს, შემდეგ კი საინვესტიციო მიზნებისთვის გამოიყენებს.

ეს კი მესაკუთრეებს წაართმევს შესაძლებლობას, თავად განკარგონ საკუთარი ქონება, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს.

მერია მათ არჩევანს არ უტოვებს. ან იცხოვრებენ ავარიულ სახლში, ან გაყიდიან, რის შემდეგაც მას მერია განკარგავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს