ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაცებმა“ იმიტომ ააყირავეს მაგიდა, რომ იცოდნენ, ვერც მელია და ვერც „ნაცების“ კანდიდატი ვერ იქნებოდა საერთო ოპოზიციური კანდიდატი

„ნაცებმა“ იმიტომ ააყირავეს მაგიდა, რომ იცოდნენ, ვერც მელია და ვერც „ნაცების“ კანდიდატი ვერ იქნებოდა საერთო ოპოზიციური კანდიდატი , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, არსებობდა ადამიანი, რომელზეც მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით შეთანხმება აბსოლუტურად შესაძლებელი იყო და ეს არის სალომე ზურაბიშვილი.

„თბილისის მოგების 150%-იანი შანსი იყო, თუ სხვა პარტიებიც მიიღებდნენ მონაწილეობას და გვეყოლებოდა საერთო კანდიდატი. მე მესმის, რატომ ააყირავა 4-მა ნომერმა [მაგიდა]. მე მესმის მათი ბოიკოტის მიზეზი, მარტივია, პრაგმატულია. ჩათვალეს, რომ მელია ვერ იქნებოდა საერთო კანდიდატი, სხვა ინტერესი არ ჰქონდათ თვითმმართველობის არჩევნების. აბა ყოფილიყო მელია მაგათი კანდიდატი, პირველი მაგათი პარტია დაიძახებდა, რომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებ.

არსებობდა კანდიდატი, რომელზეც შეთანხმება შეიძლებოდა, უმარტივესი იყო, შეთანხმება შეიძლებოდა სალომე ზურაბიშვილზე. ზურაბიშვილი დათანხმდებოდა ამ შეთავაზებას, თუ ის დარწმუნდებოდა, რომ ის იყო ოთხივე პოლიტიკური ორგანიზაციის კანდიდატი. ეს აბსოლუტურად მისაღწევი იყო“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილი 8 სექტემბერს, მელიქიშვილზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან „ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა.

გოგიჩაიშვილის შეფასებით, აქციის მონაწილეებისთვის ორგანიზებული ხალხის დახვედრება „ოცნების“ მიერ იყო დადგმული.

„გუშინ პროტესტს ნავთი დაასხეს პირდაპირი მნიშვნელობით. ვიღაცას მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს ადამიანები მოდიოდნენ და თავის აზრს გამოხატავდნენ, ზოგი შეიძლება ეთიკის ნორმებს სცდებოდა, მაგრამ ის, რომ ორგანიზებული ხალხი დაახვედრეს და აცემინეს ქალები, ეს თავიდან ბოლომდე დადგმული იყო...

შალვა პაპუაშვილი არის ის ველური, რომელიც გუშინ ქალს სცემდა. ეს არის კოლექტიური სახე შალვა პაპუაშვილის და კახა კალაძის. ესენი რომ კაცები იყვნენ, სხვანაირადაც შეიძლებოდა საუბარი, მაგრამ არარაობები არიან. ქალის მცემელ კაცებზე რა კომენტარი უნდა გააკეთო“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია