გიორგი ცინცაძე - რაც გუშინ ხდებოდა, ყოვლად მიუღებელია, ეს არის ალბათ, დაუსჯელობის სინდრომი, საწყენი და სამარცხვინოა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში

რაც გუშინ ხდებოდა, ყოვლად მიუღებელია, ეგ არის ალბათ, დაუსჯელობის სინდრომი, საწყენი და სამარცხვინოა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის საშიში.

კახა კალაძეზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ რაც გუშინ ხდებოდა, ყოვლად მიუღებელია. ეგ არის ალბათ, დაუსჯელობის სინდრომი. საწყენი და სამარცხვინო არის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პოლიციასთან ერთ მეტრში ხდება დანაშაული და რეაგირება არ ხდება - საწყენიც არის და საშიშიც არის. ეს არ არის, ვინ ვისი მომხრეა. უბრალოდ საშიში არის ეს ყველაფერი და კარგით არ დამთავრდება, ჩემი აზრით. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისკენ არის, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს, პოლიციამაც, სასამართლომაც. პოლიტიკოსებმაც, სპორტსმენებმაც და ა.შ.“, - განაცხადა ცინცაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტთან და დასძინა: „ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, მაგიტომაც ვდგავარ აქ და ზუსტად მაგაზე შემტკივა გული, რომ უსამართლობას ვხედავ“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს