გიორგი ცინცაძე - რაც გუშინ ხდებოდა, ყოვლად მიუღებელია, ეს არის ალბათ, დაუსჯელობის სინდრომი, საწყენი და სამარცხვინოა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში

რაც გუშინ ხდებოდა, ყოვლად მიუღებელია, ეგ არის ალბათ, დაუსჯელობის სინდრომი, საწყენი და სამარცხვინოა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის საშიში.

“კახა კალაძეზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ რაც გუშინ ხდებოდა, ყოვლად მიუღებელია. ეგ არის ალბათ, დაუსჯელობის სინდრომი. საწყენი და სამარცხვინო არის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პოლიციასთან ერთ მეტრში ხდება დანაშაული და რეაგირება არ ხდება - საწყენიც არის და საშიშიც არის. ეს არ არის, ვინ ვისი მომხრეა. უბრალოდ საშიში არის ეს ყველაფერი და კარგით არ დამთავრდება, ჩემი აზრით. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისკენ არის, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს, პოლიციამაც, სასამართლომაც. პოლიტიკოსებმაც, სპორტსმენებმაც და ა.შ.“, - განაცხადა ცინცაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტთან და დასძინა: „ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, მაგიტომაც ვდგავარ აქ და ზუსტად მაგაზე შემტკივა გული, რომ უსამართლობას ვხედავ“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის