აქციის მონაწილეები მელიქიშვილიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან

აქციის მონაწილეები, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან.

შტაბთან ისმოდა შეძახილები: “რუსებო!”, “ცეცხლი ოლიგარქიას!”. ასევე მომიტინგეები სკანდირებდნენ - “რევოლუცია, რევოლუცია!”.

აქციის მონაწილეებმა თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერს “კოკა-კოლა შეასხეს. ასევე, დატოვეს წარწერები: “რუსული ოცნება”.

მათ მარშამდე საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. ამასთან, მათ შტაბში შესასვლელი კარები რკინის ჯებირებით ჩახერგეს.

მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვება პოლიცია. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გადავიდნენ გზის სავალი ნაწილიდან, რათა საავტომობილო მოძრაობა აღდგეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს